საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი და მძიმე იმედგაცრუება. ამ ფრაზებით შეაფასა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიას გადადგომა. ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში განმარტა მიზეზები, რატომ არ ითანამშრომლებდა ყოფილ პრემიერთან და „ოცნების“ ყოფილ ლიდერთან. ამასთანავე პარტიის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას შეუძლია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა. ბიძინა ივანიშვილის წერილი დღეს განხილვის მთავარი თემა იყო. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შეეცადა საზოგადოების დარწმუნებას, რომ გიორგი გახარიას პარტიას მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნაწილისთვის კი თემა აქტუალური არ არის.