გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა

07 ივნისი 2021, 14:27 1315 ნახვა

დაზიანებული საავტომობილო  გზის რეაბილიტაციას ითხოვენ ოლთისის პირველი ჩიხის მცხოვრებლები. მათი ინფორმაციით, გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე გაზისა და წყლის სადენების გასაყვანად მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების შემდეგ გზა აღარ მოაწესრიგეს. ადგილობრივები  ირწმუნებიან, რომ უამინდობის დროს  ტერიტორია  იტბორება და  გადაადგილება შეუძლებელია.

გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მოსახლეობის პრეტენზიებს წერილობით  უპასუხეს , რომელშიც ნათქვამია, რომ  ,,არსებობს პრობლემატური მისამართების ნუსხა  და აქტიურად  მიმდინარეობს სამუშაოები,  რათა უმოკლეს ვადაში მოწესრიგდეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი