ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გაყვანილია 20 ბენეფიციარი, მათ შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. პანსიონში კიდევ 40 ბავშვი რჩება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბავშვები გადაანაწილეს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სივრცეებში.
პარალელურად ადგილზე ვითარებას აფასებენ სოცმუშკები. უცნობია როდის გაიყვანენ და გაიყვანენ თუ არა დარჩენილ ბენეფიციარებს თავშესაფრიდან.