დღეს დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი ვის წარადგენს “ქართული ოცნება” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებად. ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მანანა კობახიძემ, რომელიც მოქმედ პარლამენტში ვიცე სპიკერია, უარი თქვა. დღეს გადაწყვეტილების მოტივი სოციალურ ქსელში განმარტა.