პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა

06 ივნისი 2021, 15:13 993 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად  დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრაზე მიმოიხილეს კოვიდ პანდემიის მხრივ საქართველოსა და  მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას.

მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. განხილული იქნა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი