ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მსხვერპლით დასრულდა. მშვიდობის გამზირზე მანქანა ორ ქვეითად მოსიარულე მოზარდს შეეჯახა, რის შედეგად ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.ადგილობრივები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ.
ისინი ყვებიან, რომ ქალაქის ამ უბანში მძღოლები უკვე წლებია საშიშად მოძრაობენ და, შედეგად, არაერთი ქვეითი დაშავდა ან გარდაიცვალა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები.