სხალთის ხეობაში, სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა საპროტესტო აქცია მართავს. 300 მდე ოჯახი შუახევ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და დაუყონებლივ გასახლებას მოითხოვს. მათი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობამ სოფელს ეკოლოგიური ზიანი უკვე მიაყენა, სოფელში საგრძნობლად იკლო მოსავალმა, დაშრა სასმელი წყალი და დაიბზარა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებმა მშენებლობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს, მოსახლეობა მიმართავს კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას”, შეწყვიტოს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.