სხალთა-ხიხანის ხეობაში სახალხო დღესასწაული "ტბელობა" აღინიშნა. გაიმართა საზეიმო კონცერტი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. დაჯილდოვდნენ მედიკოსები. სადღესასწაულო ღონისძიებებს ადგილობრივებთან ერთად სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოსი, მეუფე სპირიდონი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.