საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როდესაც პროკურატურაში შესვლას და ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით უწყებისგან პასუხს ითხოვდნენ.