გენრი დოლიძე გაზის კომპანიას და შემოსავლების სამსახურს მიმართავს

03 ივნისი 2021, 14:49 1026 ნახვა

,,შესაძლოა აჭარაში ბუნებრივი აირის გადასახადი გაიზარდოს“ - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე.

არგუმენტად იგი კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“  გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან  კომპანია გარე და შიდა დაქსელვას აბონენტს 800 ლარად სთავაზობს, რაც აქამდე დაახლოებით 1300 ლარი ღირდა. ანუ, გარე დაქსელვის შემდეგ მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შესაყვანად უკვე სხვა კერძო კომპანიას მიმართავდა და  500 ლარს იხდიდა.

დოლიძის თქმით, ამ ტიპის შეთავაზება სოკარს საინვესტიციო  დანახარჯს  უზრდის , რაც მისი თქმით, აჩენს  ეჭვებს, რომ გაზის გადასახადი  სწორედ  ამ მიზეზით გაიზრდება.

სამოქალაქო აქტივისტი  საგადასახადო დარღვევაზეც  საუბრობს და ამბობს, რომ  სოკარმა არ დაადეკლარირა მოგება და არ გადაიხადა  დღგ, რომელიც კომპანიამ მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ მიიღო. იგი  შემოსავლების სამსახურს მიმართავს, რომ ფაქტით დაინტერესდნენ. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი