მიუხედავად იმისა, რომ საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად გასულ წელს ქედის მუნიციპალიტეტში მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა, პრობლემა მაინც მოუგვარებელია. ადგილობრივებს გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია აწუხებთ. როგორც აღმოჩნდა, გამგეობა საკუთარი თანხებით პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს და საკითხის გადაჭრას “აჭარის წყლის ალიანსითან” ერთად აპირებს.