ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" კორუფციასთან დაკავშირებით კანონპროექტის დარეგისტრირების პარალელურად, რომელიც ანტიკორფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. საგამოძიებო კომისია შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, რომელიც თაროზეა შემოდებული და საზოგადოებას გასცემს მკაფიო პასუხს, "თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. კანონპროექტი, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტმა არ დაამტკიცა, არასამთავრობო სექტორმა მოამზადა.