კომპანია "კოკა-კოლა“ თაღლითური სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „კოკა კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას, გათამაშებას და აღნიშნული ვებ-გვერდი თაღლითური სქემაა და მისი მიზანი პირადი ინფორმაციის მოძიებას ემსახურება.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას.
გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელში "კოკა-კოლას" სახელით ვირუსული ბმული ვრცელდება, რომელზე გადასვლის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობას და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ამის შემდეგ კი წერენ, რომ ვიქტორინაში გაიმარჯვეს და 2 000 ლარი მოიგეს.