ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების "სინოვაკის“ ვაქცინას, ავტორიზაცია მიანიჭა და ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ცოტახნის წინ მიიღო.
"ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
"სინოფარმის" შემდეგ, ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს.
საქართველოში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის "სინოვაკის" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 24 მაისს დაიწყო.