6 დეპუტატი ოპოზიციიდან უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ერთვება

31 მაისი 2021, 15:17 484 ნახვა

უმაღლეს საბჭოში ოპოზიციამ ფრაქციის შექმნის მოთხოვნით უკვე მიმართა უმაღლეს საბჭოს. განცხადება დღეს დაარეგისტრირეს.აჭარაში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არასერიოზულს უწოდებენ ირაკლი კობახიძის  განცხადებას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ  მათთვის არც პრივილეგიებია მნიშვნელოვანი და არც თანამდებობა, საკანონდებლო ორგანოში შესვლის  მიზანი კი ხელიფლების შეცვალაა.ოპოზიციისთვის შარლ მიშელის დოკუმენტის ის  ნაწილია მიუღებელი, რომელშიც  საუბარია 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაზე. შესაბამისად  ისინი არ აპირებენ  დოკუმენტზე  ხელის მოწერას. უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევრების შეფასებით, ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა  და  საბჭოში მათი შესვლის მიზანი  რადიკალური ქმედებებია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში