ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ პრემიერს - თინა ხიდაშელი

29 მაისი 2021, 20:26 1724 ნახვა

ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ პრემიერს - ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" დაფუძნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედავს! ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა, და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან.

— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!

— დემოკრატია ძლიერ, ნდობითაღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!

— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგულიინსტიტუტების შედეგია!

— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!

კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა. 2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით", - წერს თინა ხიდაშელი.

ცოტახნის, წინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის"  დააფუძნა. 

სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე – ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოსთვის“ ძირითადი ლოზუნგი, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი