აქცია კომპენსაციების მოთხოვნით

28 მაისი 2021, 17:54 1886 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა სალიბაურში. 15 ოჯახი ავტობანის მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და განსახლებას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ სამშენებლო პროცესის გამო სახლები დაიბზარა,  მიმდებარე  ტერიტორია დაჭაობდა და მწერები მომრავლდნენ. აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომლის განცხადებითაც მოსახლეობა  თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან როგორც განმარტა, განსახლების შესახებ დაპირება არც კომპანიამ და არც სახელმწიფომ არ შეასრულა. აქციის მონაწილეებს რეგიონული განვითარებისა და  ინფსტრასტრუქტურის სამინისტროში პასუხობენ. სატელეფონო საუბრისას უწყებაში ამბობენ, რომ სალიბაურში ავტობანთან მცხოვრები ოჯახების საკითხი განხილვის ეტაპზეა და საერთო გადწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება და როდის, ჯერ უცნობია. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი