ეპიდემიოლოგიური ვითარება

28 მაისი 2021, 11:02 215 ნახვა

სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის ძველ ვარიანტთან, კოვიდ-19 თან  შედარებით ინდურ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, საყურადღებოა ისიც, რომ ინფექცია ახალგაზრდებში უფრო მეტად ფიქსირდება.

პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა ექიმები  არ გამორიცხავენ, რომ  ეპიდვითარება დაიძაბოს. ამიტომ ახლა უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.

რაც შეეხება კოვიდ-19-ის სტატისტიკას, ბოლო 24 საათში სტატისტიკა გაორმაგდა.

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1056 ადამიანს. მათ შორის აჭარაში 102-ს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში