შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "ქართულ ოცნებას" ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

27 მაისი 2021, 16:51 2893 ნახვა

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ზოიძე "ქართულ ოცნებას" ტოვებს.

ვახტანგ ზოიძემ,  გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზი განმარტა.

მისი განცხადებით, ის გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

"2012 წლიდან ვარ "ქართული ოცნების" წევრი, 2014 -2017წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიყავი შუახევის საარჩევნო შტაბის უფროსი...

ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაუშვებელია. ამას აკეთებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და სამწუხაროდ, ანალოგიურ სურათს ვხედავთ უკვე დღეს, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობილ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში.

ეს სრულად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, ფასეულობებს რის გამოც ვიყავი ,,ქართულ ოცნებაში''. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ "ქართულ ოცნებას" და ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს"-წერს ვახტანგ ზოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი