დახურული სკოლა და ბაღის 1 ჯგუფი

26 მაისი 2021, 19:12 957 ნახვა

კორონავირუსის გამო, სოფელ ზენითის საჯარო სკოლა 1 ივნისამდე დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სკოლაში ერთი პედაგოგი დაინფიცირდა.  სკოლის დირექტორის განცხადებით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს პირველადი ტესტირებისას უარყოფითი პასუხები მოუვიდათ,  განმეორებითი ტესტირება კი 31 მაისს ჩატარდება. კორონავირუსის გამო დაიხურა ქობულეთის მე-5 საბავშო ბაღის ერთი ჯგუფიც. აქ ვირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში