შეზღუდული შესაძლელბლობის მქონე ბავშვები და ომის ვეტერანები, ასევე მათი თანხლები პირები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები წელს მერიის დაფინასებით საქართველოს კურორტებზე დაისვენებენ. სამკურნალო გამაჯანსაღებელი ობიექტები ბორჯომში, ურეკსა და წყალტუბოში, როგორც მერიის ჯანდაცვის განყოფილებაში, აცხადებენ ბენეფიცირების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით შეირჩა. პროგრამით 320 ბენეფიციარი ისარგებლებს. ომში დაშავებული სტატუსის მქონე ომის ვეტერანების პროგრამაში ჩართვა წელს პირველად ვეტერანთა დეპარატემნტის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. მერიის მიერ დაფინანსებული სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ღირებულება 219 ათას 75 ლარია .