პროგრამა საჯარო სკოლებისთვის

12 ნოემბერი 2016, 00:00 3686 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი გააცნეს და სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო. 

ამავე კატეგორიაში