აზერბაიჯანში 31 მაისიდან კოვიდშეზღუდვებს შეამსუბუქებენ

25 მაისი 2021, 18:55 719 ნახვა

აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 31 მაისიდან მოიხსნება. პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება გარე სივრცეებში, მუშაობას გაანახლებს ბაქოს მეტროპოლიტენი. 31 მაისიდან ქვეყნის რეგიონებს შორის ტრანსპორტის გადაადგილება აღდგება.

დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები მუშაობას 10 ივნისიდან განაახლებენ. ამავე დღეს გაიხსნება მეჩეთები. 

აზერბაიჯანში, კოვიდპასპორტების გამოყენება იგეგმება, რომელსაც იმ მოქალაქეებს მისცემენ, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი