ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" - კანონპროექტი ხვალ სესიაზე პირველი მოსმენით გადის

24 მაისი 2021, 18:38 652 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი - ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში", ხვალ სესიაზე პირველი მოსმენით გადის.უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პირობას შეასრულებს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს.ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი კონკრეტული შენიშვნების წარდგენას მეორე მოსმენისთვის აპირებს - მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია შესაბამის რეკომენდაციებს გამოაგზავნის.დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს, იცვლება ცესკოსა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი