რადიო აჭარა 91 წლისაა

23 მაისი 2021, 15:05 1816 ნახვა

საქართველოს რადიო იუბილარია. კავშირგაბმულობის შენობიდან, ქვეყნის პირველი რადიოს პირველი გადაცემა ეთერში 1925 წელს გავიდა.აჭარის რადიო — ერთ-ერთი ძველი რადიოსადგური საქართველოში. პირველი ინფორმაცია ეთერში 1932 წლის 23 მაისს გავიდა.

თავდაპირველად, მაუწყებლობა ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით ვრცელდებოდა და მოსახლეობას ახალი ამბები მიეწოდებოდა.  50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა.აჭარის რადიოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე FM104.5 - 24 საათიანია. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს იუბილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში