Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია - ახალი კვლევა

23 მაისი 2021, 15:15 1458 ნახვა

Pfizer-ისა  და AstraZeneca-ს  2 დოზით ვაქცინაცია  ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს."საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის" კვლევით, პირველი დოზის შემდეგ ეფექტურობა მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

ფაიზერმა ორივე დოზის მიღების შემდეგ  ორ კვირაში, ინდურ შტამთან, 66%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ბრიტანულ შტამთან კი - 93%-იანი.ასტრაზენეკას ორი დოზა კი  60%-ით ეფექტური აღმოჩნდა ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი - 66%-ით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი