ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის განცხადებით პანდემიის ფონზე მთავრობა 230 ათასი ლარით ავტომობილების შეძენას აპირებს. 2 ავტომობილის შეძენისთვის ტენდერი აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გამოაცხადა.
ტენდერი 5 მაის გამოცხადდა, გამარჯვებულმა შპს კავკასუს მოტორსმა მანქანები 45 დღეში უნდა მიაწოდოს მყიდველს. რეზო ხარაზი მთავრობას მოუწოდებს რომ ეს თანხა მოსახლეობას მოახმარონ და ავტომობილების შეძენისათვის არ დახარჯონ.ხარაზი ასევე ირწმუნება რომ საგზაო დეპარტამენტი ავტომობილებს რეალურ ფასზე მეტში ყიდულობს.