აშშ-ის საელჩოს გაფრთხილება სამთავრობო პერსონალს

23 მაისი 2021, 12:35 1155 ნახვა

აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში