თბილისში ჩინური სინოვაკის ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

21 მაისი 2021, 18:02 1043 ნახვა

კოვიდ საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის სინოვაკის გასაკეთებლად თბილისში  ყველა ჯავშანი დაახლოებით 5 საათში შეივსო. ხელმისაწვდომი ადგილები ამ დროისთვის მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი. სინოვაკის 100 000 დოზა საქართველოს ჩინეთმა აჩუქა. ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ მოპოვებული არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს. სინოვაკზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. დარეგისტრირება შეუძლიათ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. დღეს საქართველოში კოვიდ 19-ის 1 064  ახალი შემთხევვა გამოვლინდა, აქედან 125 აჭარაში. გარდაიცვალა 29 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი