საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 29 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 256, „პისიარ“ ტესტით – 12 776.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,03 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 103, ქვემო ქართლი – 57, შიდა ქართლი – 40, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 334 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 315 254 გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 101 415 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 233.