საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. კახა კუჭავა დღეს ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითებში ოლივერ ვარჰეისს შეხვდა. შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განხორციელების მნიშვნელობას.