წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ამერიკელმა ვეტერანმა დეტალური ინფორმაცია მიიღო.
საუბარი შეეხო სექტემბერში ფლორიდაში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც „დაჭრილ მებრძოლთა თამაშებში“ მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი თანმხლები პირები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე გაიმართება აუქციონი, შემოსული თანხა კი, „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდში“ გადაირიცხება.