პროექტ "ახალგაზრდული ციფრული ჩართულობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა ქობულეთში. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20-ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კერძოდ, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, ახალგაზრდების ინფორმირებისა და ადამიანის უფლებების კუთხით კვლევებს ატარებდნენ. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, 4 მონაწილე კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრება. სხვები კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ბანაკში დაისვენებენ. პროექტი ორგანიზაცია "ახალგაზრდული ჰორიზონტის" ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ერასმუს+ ხელშეწყობით მიმდინარეობდა.