,,შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და დარჩენილი რამდენიმე საკითხი მხარეებს შორის სავარაუდოდ შემდეგ კვირაში შეთანხმდება“ - ასეთია უმრავლესობის პოზიცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც ქართული ოცნება და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ დღეს მსჯელობენ.
დღეს საპარლამენტო ჯგუფმა უნდა იმსჯელოს საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე,ერთ-ერთი სადავო საკითხი კი მხარეებს შორის ცეკოს მოადგილის არჩევაა.