ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით - საქართველოს საელჩო ისრაელში

17 მაისი 2021, 21:10 1062 ნახვა

საქართველოს საელჩო ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსალოდნელ დაბომბვასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს.

"ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები," - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი