სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

06 მაისი 2016, 00:00 5493 ნახვა

ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ვადაზე ადრე დასრულებას ვარაუდობენ. გამგეობაში აცხადებენ, რომ კომპანია ტერიტორიის კეთილმოწყობას, ერთი თვით ადრე, მაისში უზრუნველყოფს. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.  ირკვევა, რომ პროექტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გზის გაფართოვება გახდა საჭირო. Aპროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები, ასევე მოწესრიგდება ტროტუარები. ამ ეტაპზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სწორედ ტროტუარების გამწვანება მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ, თუმცა სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი