საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 11 665 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, „პისიარ“ ტესტით – 5 528.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,84 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილია 738.