აქციის მეორე დღე და დაკავებული 4 პირი. გოგიაშვილების მცხოვრებლები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟს ეწინააღმდეგებიან, მიიჩნევენ, რომ პროექტი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. დაკავებულები გაათავისუფლეს, მოსახლეობამ კი აქცია შეწყვიტა, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეული არაა, ისინი ხვალ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ელოდებიან.