კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს გამართავს

16 მაისი 2021, 15:05 1413 ნახვა
00:00
00:00

ხვალიდან 20 მაისის  ჩათვლით  საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი კულტურის კომიტეტი ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს გამართავს. სხდომების თემატიკა შეეხება სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სისტემური რეფორმების საკითხებს.

სხდომებზე ასევე განიხილება აჭარის რეგიონში არსებული ფესტივალების სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში