ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - გადაუჭრელი პრობლემა ქობულეთში

14 მაისი 2021, 20:08 2128 ნახვა

გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქობულეთში. წარმოქმნილ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსული სტუმრები.

მაგალითად ქობულეთის ცენტრალური ქუჩებისთვის გათვალისწინებული ავტობუსებიდან 2 მწყობრიდანაა გამოსული, ზაფხულის მოსვლასთან ერთად კი მგზავრთა რაოდენობა იზრდება.

მერიაში პრობლემას აღიარებენ, თუმცა მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ავტოპარკის განახლებას პანდემიამ შეუშალა ხელი და უწყება გონივრულ ვადაში პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი