ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო შეტევის დროს სხეულის დაზიანება 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ღაზის სექტორიდან განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 ათასზე მეტი რაკეტა და ჭურვი ისროლეს. მხოლოდ გასული ღამის და დღევანდელი დილის მონაცემებით, ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.