აცრა ამავე პრეპარატით გაიკეთეს დღეს აჭარის განათლების მინისტრმა და ქობულეთის მერმა. რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობას, ამ დროისთვის აჭარაში 7 ათასამდე მეტი მოქალაქეა აცრილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას აჭარაში, სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ პროცესი მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. 24 საათის განმავლობაში რეგიონში ვირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 122 კოვიდინფიცირებული.