პალესტინის ლიდერი ისრაელის ოკუპაციის დასრულებით იმუქრება

13 მაისი 2021, 15:05 1044 ნახვა

პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის განცხადებით, არავითარი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ იქნება, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისუფლდება. აბასმა აღნიშნა, რომ პალესტინელები საკუთარ ქვეყანას არასდროს დატოვებენ და ისრაელის ოკუპაციას დაასრულებენ. "იერუსალიმი არის წითელი ხაზი, იერუსალიმი არის პალესტინის გული. მე სიტყვით მივმართავ კონკრეტულად ამერიკასა და ისრაელს, ჩვენ ყელში ამოგვივიდა, წადით ჩვენგან, დაგვტოვეთ. ჩვენს ქვეყანას არასდროს დავტოვებთ. დღეს და არა ხვალ დავასრულებთ თქვენს ოკუპაციას. ჩვენ აღარ გავიმეორებთ იმას, რაც მოხდა 1948 წელს და არც იმას, რაც მოხდა 1967 წელს ", - განაცხდა მაჰმუდ აბასმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი