ისრაელის მიმართულებით ავიაკომპანიები ფრენებს წყვეტენ

13 მაისი 2021, 15:04 1356 ნახვა

ისრაელში ავიამიმოსვლა შეფერხებულია. ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშების გამო  ბენ-გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  თვითმფრინავების მიღება-გაგზავნაზე დროებით უარს ამბობს და  სხვა აეროპორტებში ამისამართებს. დღეს დილიდან ყველა თვითმფრინავს ისრაელის სამხრეთში მდებარე რამონოვის აეროპორტი ღებულობს. ათზე მეტმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმა ისრაელის მიმართულებით ავიარეისები. ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს ბრიტიშ ეარვეისმა, ეარ ფრანსმა, ტრანსავიამ, დელტა ეარლაინსმა, იუნაიტიდ ეარლაინსმა, ლუფტჰანზამ, პეგასუსმა და სხვებმა. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბენ-გურიონის აეროპორტი დროებით დახურულია და თვითმფრინავებს  მხოლოდ ილანისა და ასაფ რამონოვის სახელობის აეროპორტში იღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი