მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

12 მაისი 2021, 15:16 290 ნახვა

ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. საქმე ეხება ნიკა მელიას დაკავების საკითხს. სარჩელი სტრასბურგში მარტში გადაიგზავნა. ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ითხოვს, რომ  სტრასბურგმა დაადგინოს  პოლიტიკური მოტივები ნიკა მელიას დაკავების საქმეში, კონკრეტულად კი  17 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილების შესახებ. მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს.​ უწყებაში  აცხადებენ, რომ  ნიკა მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში