ქედაში აქციაზე სამი პირი დააკავეს

10 ნოემბერი 2016, 00:00 3412 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ 3 პირი დააკავეს  ქედაში  სოფელ გოგიაშვილებში  გამართულ აქციაზე.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173ე მუხლით, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოსახლეობის ინფორმაციით  ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, მოსახლეობის პროტესტს მოჰყვა, ადგილობრივები ტექნიკის სამუშაო ობიექტზე შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. აქცია ქედაში მეორე დღეა მიმდინარეობს.  მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს აპოროტესტებს. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.  მობილიზებულია სამართალდამცავები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი