სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვის 2 ფაქტი გამოავლინეს, დაკავებულია 3 ადამიანი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე.