პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხიდან გამოსულ ნიკა მელიას სრულიად სხვაგვარი პოლიტიკური რეალობა დახვდა. ახლა მთავარი კითხვა ეხება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა არ შესვლას? პარტიაში შიდა კონსულტაციები იწყება, თუმცა ნიკა მელია ამბობს, რომ შემდეგ ეტაპზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც. ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე შეიკრიბნენ პარტიის ოფისში კონსულტაციისთვის და ელოდებიან ნიკა მელიასაც.