13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გიგი უგულავა ავრცელებს.
საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტს.
''რა დილა თენდება.
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი ეგ საქმე.
მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე'' - დაწერა უგულავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.