ქარტია “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ ძალადობაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს

09 მაისი 2021, 17:50 1209 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა, ასევე, დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი